"გვარამიას არ ეკიდა თენგო და "გაუსხა", იცით ვინ არის თენგო?" - მამუკა მდინარაძე
ოპოზიციის გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ, უსერიოზულესი გეგმაა - როდესაც თქვეს, ჩვენ ახლა ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო, თავისი ამომრჩეველი გააბრაზეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გეგმის გამოცხადების ორშაბათისთვის გადადებას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკვე "აჭრილია" და სწორადაც ვეღარ მეტყველებს.