“ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ! რუსების ჯინაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"გავბრაზდით გავიარეთ. უფრო სწორად კიდევ გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ახლა მთავარზე დავიგეგმოთ.
ორშაბათს ვიკრიბებით რუსთაველზე. 19:00.
შაბათი და კვირა ჯობდა. ხალხს რეგიონიდან ჩამოვიყვანდით, სამსახურებიდან დაღლილები არ მოხვიდოდით, მაგრამ რაც არის, არის.
ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ! რუსების ჯინზე" - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსა.