loader

აშშ-ის პირველი ლედი ჰელოუინის დღესასწაულზე პანდის ფორმაში გამოჩნდა - კადრები თეთრი სახლიდან, სადაც ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ სტუმრებს ტკბილეული დაურიგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის პირველი ლედი ჰელოუინის დღესასწაულზე პანდის ფორმაში გამოჩნდა - კადრები თეთრი სახლიდან, სადაც ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ სტუმრებს ტკბილეული დაურიგა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, რომელსაც პანდის ფორმა ეცვა, თეთრ სახლში ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს და სტუმრებს ტკბილეული დაურიგეს.

თეთრ სახლში გამართული ჰელოუინის ღონისძიებას Hallo-READ! ერქვა. პირველმა ლედიმ, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, ბავშვებს კითხვის წახალისების მიზნით წიგნები დაურიგა. მოგვიანებით ჰელოუნის კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს მოკლე ზღაპრებიც წაუკითხა.

15 ოქტომბერს ვაშინგტონში ჩინეთიდან ორი გიგანტური პანდა ჩამოიყვანეს, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ზოოპარკში იმყოფებიან. ჯილ ბაიდენმა პანდას კოსტიუმი „მისასალმებელი ჟესტის“ ნიშნად ჩაიცვა, როგორც ამას თეთრი სახლში აცხადებენ.

დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი დაახლოებით 8 000 ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის მოსწავლეებისთვის და სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის.