"ესენი მგონი გვეღადავებიან - თქვენ მართლა რძეს ხომ არ იწველებით ხალხნო?!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციაზე?
"ესენი მგონი გვეღადავებიან. ანუ 4 დღეში გეტყვით, რა გეგმა გვაქვსო. ერთი თვე ჯობდა, ან 25 დეკემბერი! ორშაბათს რატომ გვეტყვით? და შაბათს, ან კვირას არა, როცა უფრო მეტ ადამიანს შეეძლება მოსვლა. თქვენ მართლა რძეს ხომ არ იწველებით ხალხნო?!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს და ოპოზიციონერი ლიდერების ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციას ეხმაურება, სადაც მათ საერთო გეგმა უნდა წარედგინათ, თუმცა ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსა. სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.