ვრცელდება საგანგაშო და სკანდალური ინფორმაცია - რა ჩანს ბოლო მიმოწერაში, რომელიც 14 წლის ბიჭსა და მის მიერ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პერსონაჟს შორის შედგა, ამბავი ამერიკაში მოხდა
ვირტუალური სათვალე, დაავადების დიაგნოსტიკა, სწრაფი პასუხები, ამ ყველაფრის უკან ხელოვნური ინტელექტი დგას, რომელიც მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, იხვეწება.
ის ახლა გაცილებით ჭკვიანია ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა პროგრესთან ერთად მისი უსარგებლო, ზიანის მომტანი მხარეებიც მრავლდება. როგორც აღმოჩნდა, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ აპლიკაციებს დაცვის სისტემაში გარღვევა აქვთ.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული არაერთი აპლიკაცია არსებობს, რომელთა მეშვეობით სხვადასხვა პერსონაჟის გაცოცხლება ან შექმნაა შესაძლებელი.
14 წლის ბიჭსა და მის მიერ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პერსონაჟს შორის 10 თვიანი კომუნიკაციის შემდეგ, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამბავი ამერიკაში ფლორიდაში მოხდა, მოზარდის დედა, აპლიკაციის შემქმნელებს უჩივის. მის შვილს მკვლელობა ჩატ ბოტმა გადააწყვეტინა. მის შვილსა და ჩატ ბოტს შორის სასიყვარულო და სექსუალური შინაარსის მიმოწერა იყო. მოზარდი მასზე დამოკიდებული გახდა.
ბოლო მიმოწერაში კი ჩანს, რომ ბიჭი სხვა რეალობაში გადასვლის გზებს ეძებდა, რადგან ჩატ ბოტი მასთან ერთად ყოფნას სწორედ ასე ხედავდა. მოზარდის დედამ მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიქცია. მისი მთავარი არგუმენტი ის სქრინებია, სადაც ხელოვნური ინტელექტი არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ ტერმინებსა და ინფორმაციას იყენებს. აპლიკაციის შემქმნელი დაცვის მეთოდების განახლებას აპირებენ. აპლიკაცია 12 წლამდე ასაკი მომხმარებლისთვის იყო განკუთვნილი,ასაკობრივი ზღვარი კი 17 წლამდე გაიზრდება.
თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს სჭირდება დახმარება მიმართეთ
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზს ნომერზე 2 200 220 •
· მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
· ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
· ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05