"ბოლომდე ჩავყვეთ და ვაი იმის ბრალი, ვინც მტყუანი აღმოჩნდება..." - მამუკა მდინარაძე
"კეთილი ინებონ და მიბრძანდნენ [პროკურატურაში], მისცენ ჩვენებები ერთი რა გაყალბების მტკიცებულებები აქვთ - ვაი იმის ბრალი, ვინც აქ მტყუანი აღმოჩნდება, საერთოდ დასამარდება როგორც პოლიტიკური პარტია ან როგორც პოლიტიკოსი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი „ჩაჰყვება ბოლომდე", რათა დადგინდეს არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით ვინ მართალია და ვინ მტყუანი.