loader

10- სართულიანი სასტუმრო რამდენიმე წამში ჩამოინგრა: არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც - შემთხვევა არგენტინაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10- სართულიანი სასტუმრო რამდენიმე წამში ჩამოინგრა: არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც - შემთხვევა არგენტინაში მოხდა

არგენტინაში, ბუენოს აირესის პროვინციაში 10-სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, არიან გადარჩენილებიც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასტუმრო რეაბილიტაციის გამო დახურული იყო. ვრცელდება ასევე ცნობები, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოები, ტექნიკური შეუსაბამობის გამო, მიმდინარე წლის აგვისტოში შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ობიექტზე რემონტი მაინც მიმდინარეობდა.

მომხდარის გამო დაკავებულია 4 პირი.