"სქემის ყველა მიმართულება გახსნილია, მათ შორის ისეთი მიმართულებები, რომლებზეც საზოგადოებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა" - ნიკა გვარამია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და სქემები, რომლებსაც საზოგადოებისთვის მალე გაასაჯაროებენ.
ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ განუცხადა.
მისი თქმით, ამ სქემების შესახებ საზოგადოებას „წარმოდგენაც არ ჰქონია“.
„ერთადერთი რასაც გეტყვით ისაა, რომ ხომ უნდოდათ მტკიცებულებები და სქემის გახნა [არჩევნების გაყალბების]. სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები ყველგან გვაქვს. მათ შორის ისეთი მიმართულებებით, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას. მალე გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.