"ისე, უბრალოდ ინფორმაციისთვის რომ იცოდეთ" - რას წერს ნინო წილოსანი?
ნინო წილოსანი გუშინ, ვიქტორ ორბანის დანახვისას აქციის მონაწილეების რეაქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ისე, უბრალოდ ინფორმაციისთვის რომ იცოდეთ, გუშინ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსტვენდნენ, ვითომ პროევროპული აქტივისტები..
კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მათთვის თავად ევროპაზე და ამ ინსტიტუციებზე მეტად დამაჯერებელი ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილის მორალი და ხედვაა როგორც ჩანს, ისინი უსაზღვრავენ ვინ არის ევროპა და ვინ არა..." - წერს ნინო წილოსანი