loader

"იმის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ არჩევნები მოპარულია, არის..." - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ არჩევნები მოპარულია, არის..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"იმის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ არჩევნები მოპარულია, თვითონ ქართული ოცნების ქურდული ქცევაა.

ჩვენ 2012-ში არჩევნები რომ მოვიგეთ, ქუჩებში ვზეიმობდით ჩვენს ამომრჩეველთან ერთად.

ახლა რა ხდება?

შეიკეტნენ და კაბინეტებიდან ყელყელაობენ. არც მათი ამომრჩეველი ჩანს სადმე ქუჩაში და მოსალოცად ჩამოსულ მაღალ სტუმარსაც ლამის კვერცხები დაუშინეს, მანქანიდან თავი ვერ გამოყო.

და თუ ეს ასე არ არის, დაუძახეთ თქვენს ამომრჩეველს საზეიმოდ, “თავის ხოდით” მოვიდნენ ავტობუსების და “მარშრუტკების” მობილიზების გარეშე….უნდა დავთვალოთ…" - წერს გია ხუხაშვილი