loader

"დავრწმუნდით, რომ ადგილზე ვართ, არ გავგიჟებულვართ... და ყველაზე მთავარი, ახლა ველით..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავრწმუნდით, რომ ადგილზე ვართ, არ გავგიჟებულვართ... და ყველაზე მთავარი, ახლა ველით..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ნანუკა ჟორჟოლიანი, პარლამენტთან გამართულ გუშინდელ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"გუშინდელი დღე იყო აუცილებელი.

პირველ რიგში ჩვენთვის. დავრწმუნდით რომ ადგილზე ვართ, არ გავგიჟებულვართ და ყველას 41 არ შემოგვიხაზავს.

ერთია რას ამბობს ფურცელზე დაჯღაბნილი ციფრი და მეორეა, რას ამბობენ ცოცხალი (პირდაპირი გაგებით) ადამიანები. ნახა დანარჩენმა მსოფლიომ რა სურს თავისუფალ ხალხს.

ორბანმა გაიგო რომ საქართველო, მას არ ელოდა.

ევროპას და დასავლეთს გავაგებინეთ, რომ უნდა იმოქმედონ. თუ ხალხის ნებაა მთავარი, დაგვინახეს და ახლა მათი დროა.

და ყველაზე მთავარი, ახლა ველით ოპოზიციის გეგმას" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი