მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი ოპოზიციის საგანგებო შეკრების შემდეგ
ეს არჩევნები იყო მიტაცებული, სპეცოპერაციით ჩატარებული, იყო რუსული სცენარით განვითარებული და რუსეთში ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას არ გავატანთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პარტიების საგანგებო შეკრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.