"მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ, გამოაქვეყნოს პარალელური ხმების დათვლის მონაცემები" - მამუკა მდინარაძე ISFED-ის ხელმძღვანელზე
ISFED-ის ხელმძღვანელზე, ნინო დოლიძეზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციამ „კეთილი უნდა ინებოს“ და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.