"პროტესტი და თავგანწირვა... მე სხვა ყველანაირი გეგმა მგონია სისულელე" - რას წერს ხატია დეკანოიძე?
ხატია დეკანოიძე გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ამ ქვეყანაში არჩევნები არ და აღარ ჩატარდება. ან ყველა ამას გავიგებთ, ან ამ არჩევნებს ვინც აღიარებს - იმათაც დაიჭერს. თქვა ეს ივანიშვილმა.
პროტესტი უნდა იგრძნოს და ბრაზი ყველამ. ნუ გჯერათ, რომ 54 % აიღო. მე ვიყავი უბნებზე და ვნახე როგორ იღებენ ხმებს.
პროტესტი, თავგანწირვა და ივანიშვილის არალეგიტიმურობა. მე სხვა ყველანაირი გეგმა მგონია სისულელე." - წერს ხატია დეკანოიძე