loader

როგორია საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის წინასწარი შედეგები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის წინასწარი შედეგები?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო.

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა).

„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ხმების 8.449% (1595 ხმა) მოიპოვა.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.