loader

"ყველაზე ამაყი ვარ დღეს" - როგორ ულოცავს ლაშა ბექაური ილია თოფურიას გამარჯვებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე ამაყი ვარ დღეს" - როგორ ულოცავს ლაშა ბექაური ილია თოფურიას გამარჯვებას?

ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. აბუ დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, დგომშიც აქტიური იყო და ჰოლოუეი მიწაზეც რამდენჯერმე გადაიყვანა.

მეორე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა. თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესმე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ ჰოლოუეის ნოკაუტით სძლია.