"თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება" - კახა კალაძე
თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში , - ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ გადატრიალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.
კალაძის თქმით, იმისთვის, რომ გადატრიალება მოაწყოს, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.