ხატია სიჭინავამ ირაკლი კობახიძეს ეგზიტპოლის შედეგები მიულოცა - კადრები "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან
„ქართული ოცნების" ლიდერები, მხარდამჭერები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდნენ.
ადგილზე მოწყობილი იყო სცენა, საიდანაც ამომრჩევლებს პირველმა პირებმა სიტყვით მიმართეს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.