"პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 2018 წელს" - ირაკლი კობახიძე
პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები მშვიდად წარიმართება.