ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია. 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ინციდენტმა ამ დროისთვის პარტიის ოფისის ტერიტორიიდან კახეთის გზატკეცილისკენ გადაინაცვლა.