loader

"მარიამ დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაზიანებები მუცლისა და თავის არეში აქვს" - "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარიამ დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაზიანებები მუცლისა და თავის არეში აქვს" - "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან პარტიის წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარიამ დოლიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი და დაზიანებები მუცლისა და თავის არეში აქვს მიყენებული.

„ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, „ოცნების“ ტიტუშკები“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ.

მარიამის თქმით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და პროვოკაციებს აწყობდნენ. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაზიანებები მუცლისა და თავის არეში აქვს.

ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის „ტიტუშკები“ ფიზიკურად უსწორდებიან „ერთიანობის“ წევრებს.

„ქართული ოცნება“ მარცხდება! ძალადობის ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული!

მოდი არჩევნებზე და დაასრულე ძალადობა!“- ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.