loader

"დღეს ამ ხელისუფლებას პლაცკარტის ბილეთი გამოვუწერე, სადაც მათი ადგილია - რუსეთის ფედერაციაში" - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ამ ხელისუფლებას პლაცკარტის ბილეთი გამოვუწერე, სადაც მათი ადგილია - რუსეთის ფედერაციაში" - გიორგი მარგველაშვილი

დღეს ქართველ ხალხთან ერთად ამ ხელისუფლებას პლაცკარტის ბილეთი გამოვუწერე, სადაც მათი ადგილია, რუსეთის ფედერაციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის აქტიურობა საარჩევნო უბნებზე არის ხელისუფლების ცვლილების მანიშნებელი.

“ხედავთ რიგია და ეს ნიშნავს საქართველოში მხოლოდ ერთს, როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი, რომ ხელისუფლება იცვლება. დღეს მეც, ქართველ ხალხთან ერთად, გამოვუწერე პლაცკარტის ბილეთი ამ ხელისუფლებას, სადაც მათი ადგილია, რუსეთის ფედერაციაში. ასეთია ჩემი განწყობა და იმ ადამიანებისა, ვისაც მე აქ ვხედავ. როცა ოპოზიციას შეუძლია საკუთარი ამომრჩევლის გამოყვანა, ეს ნიშნავს, რომ სტაბილური რაც აქვს ხელისუფლებას, იმაზე მეტი გამოდის. ეს არის ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება. მოლოდინი მაქვს ადეკვატური და ერთიანი მოსახლეობასთან ერთად - სიახლის, ახლის დაწყების, ამ დამყაყებულის დამთავრების და გაშვების“, - განაცხადა მარგველაშვილმა.