"მინდა მივმართო შს მინისტრს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდებით..." - სალომე ზურაბიშვილი
მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი უფრო ეფექტური იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ ტიპის დაძაბულობა, რაც ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე, საქართველოს არ ეკადრება.