ამ წუთებში ისანში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - 10-მდე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა
ისანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ტვ პირველის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ .ე.წ. ტიტუშკები და მათ ჰქონდათ სია, სადაც აღრიცხავდნენ, თუ ვინ მივიდა ხმის მისაცემად.
ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყარეს.
დაშავებულთა ვინაობა და სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ვიდეო: "ტვ პირველი"