loader

"მინდა მივმართო საზოგადოებას..." - რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა მივმართო საზოგადოებას..." - რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც აგენტურას მართავს და რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. გარწმუნებთ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ეს მოხდება მყისიერად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს.

გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან. უნდა მოვახერხოთ, რომ ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველია ის, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ზრუნავს, ცდილობს, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანას ემსახურებიან, ცდილობენ იმას, რაც უცხო ქვეყანას აინტერესებს. ეს ინტერესი გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს“,- განაცხადა ივანიშვილმა.