loader

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც არჩევნებზე ხმა მისცა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც არჩევნებზე ხმა მისცა?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ახალ საქართველოს.

„მთელს საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.