loader

რა უნდა ვიცოდეთ ისტორიულ არჩევნებზე, რომელიც წელს პირველად პროპორციული სისტემით ჩატარდება - როგორ მივცეთ ხმა და რა აკრძალვები იმოქმედებს უბნებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უნდა ვიცოდეთ ისტორიულ არჩევნებზე, რომელიც წელს პირველად პროპორციული სისტემით ჩატარდება - როგორ მივცეთ ხმა და რა აკრძალვები იმოქმედებს უბნებზე?

დღეს, 26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო XI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს აირ­ჩევს. პირ­ვე­ლად სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა - პარ­ლა­მენ­ტის 150-ვე მან­და­ტი პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის გა­ნა­წილ­დე­ბა, ვინც 5%-იან სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს.

ასე­ვე პირ­ვე­ლად, 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 90% ხმას ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მის­ცემს.

ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 508 294-ს შე­ად­გენს. ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კი არ­ჩევ­ნებ­ში 3 113 747 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 18 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს. ამომ­რჩე­ველს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს შო­რის მო­უ­წევს:

(#41) “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“(#5) “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“(#4) “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ - გვა­რა­მია, მე­ლია, გირ­ჩი, დროა(#9) “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ - ლელო, ხალ­ხის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!“(#25) “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“(#8) “სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“(#10) “სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“(#36) “გირ­ჩი“(#23) “ჩვენ“(#6) “ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“(#17) “სა­ქარ­თვე­ლო“(#12) “ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“(#26) “მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სი“(#20) “თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“(#21) “ტრი­ბუ­ნა“(#16) “შეც­ვა­ლე სა­ქარ­თვე­ლო“(#27) “ქარ­თველ ერ­თო­ბა“(#3) “სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტია“ცეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ამომ­რჩევ­ლებს, ჯამ­ში, 3 111 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქე­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნი­ლია 3 044 უბა­ნი, მათ შო­რის არის 13 გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შექ­მნი­ლი უბ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც 12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ერთი კი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრშია გახ­სნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ შექ­მნილ უბ­ნებს - 42 ქვეყ­ნის 53 ქა­ლაქ­ში 67 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი შე­იქ­მნა. უცხო­ეთ­ში შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სი­ებ­ში 95 910 ამომ­რჩე­ვე­ლია შეყ­ვა­ნი­ლი.

პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2024 – რა უნდა ვი­ცო­დეთ

2024 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. ეს სის­ტე­მა არის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ არ და­ი­კარ­გოს არა­ვის ხმა, ავირ­ჩი­ოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, ძა­ლა­უფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის ხელ­ში გა­და­ნა­წილ­დეს, ხოლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი გა­ცი­ლე­ბით უფრო რე­ა­ლუ­რი გახ­დეს.

პრო­პორ­ცი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის იდე­ის მი­ხედ­ვით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­მად­გენ­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით უნდა ასა­ხავ­დეს ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რას. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, თი­თო­ე­ულ პარ­ტი­ას უნდა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სი მან­და­ტი.

მა­გა­ლი­თად, და­ვუშ­ვათ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში 3 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მო­ნა­წი­ლე­ობს – a, b, c. ხმე­ბის დათ­ვლის შემ­დეგ კი შე­დე­გე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და – a – 50%, b – 30%, c- 20%. თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში არის 100 მან­და­ტი, ანუ 100 დე­პუ­ტა­ტის ად­გი­ლი, მა­შინ პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში პარ­ტია a 50 ად­გილს მი­ი­ღებს,b – 30-ს, c კი – 20-ს.

დღეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი იმოქ­მე­დებს

კენ­ჭისყ­რის დღეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია. და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა ჩა­მოხ­სნას, დე­მონ­ტაჟ­სა და აღე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა. ასე­ვე, და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბა ან ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვა.

აკ­რძა­ლუ­ლია სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რის გა­მოწ­ვე­ვა, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მისი წარ­მო­მად­გენ­ლის გა­მოწ­ვე­ვა ან შეც­ვლა.

აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყრამ­დე 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და კენ­ჭისყ­რის დღის 20:00 სა­ა­თამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს ეთერ­ში ფა­სი­ა­ნი და უფა­სო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მის, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა და გა­და­ცე­მა, აგ­რეთ­ვე სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა.

აკ­რძა­ლუ­ლია არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კენ­ჭისყ­რის დღის 20:00 სა­ა­თამ­დე, გარ­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­თა და კენ­ჭისყ­რის დღეს არ­ჩევ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა.

კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა.

კენ­ჭისყ­რის დროს აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის ჩა­კეტ­ვა, კენ­ჭისყ­რის შე­წყვე­ტა ან შე­ჩე­რე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის სა­ყო­ველ­თა­ო­ო­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ამომ­რჩე­ველ­თა ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მოვ­ლე­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ხე­ლე­ებს არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ, თუ ეს შე­დე­გე­ბი სა­თა­ნა­დო წე­სით არ არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცეს­კოს ვებ-გვერ­დზე.