"ტრაგედია, რომელსაც სახელი არ აქვს..." - რას ამბობენ ბათუმში გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცზე?
ბათუმში, ბოდიბილდერი შოთა ცერცვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
როგორც შოთო სიხარულიძემ palitravideo-ს განუცხადა, ახალგაზრდა კაცი ფილტვების მძიმე დაზიანებით დაიღუპა, ის 2 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
"გლოვობს ჩემი ბათუმი, გარდაიცვალა შოთა ცერცვაძე...
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს შოთიკო ცერცვაძის ოჯახსა და ახლობლებს.
საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა.... როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა,
ტრაგედია, რომელსაც სახელი არ აქვს... აქ სიტყვები ძალას კარგავენ" - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში