"დღეს ეს რომ დიდი სკანდალი იქნება, ეჭვი არ მეპარება" - რას წერს გია ხუხაშვილი
"დღეს ბაჩიაშვილი, რასაც ილაპარაკებს, ეს რომ დიდი სკანდალი იქნება, ეჭვი არ მეპარება…მაგრამ….ეს მოგონილი იქნება იმასთან შედარებით, რა ჩვენებებსაც მისცემს ცოტა ხანში ორი ირაკლი პროკურატურას ბიძინას წინააღმდეგ საკუთარი ტყავის გადასარჩენად" - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძის ექსკლუზიურ ინტერვიუში დღეს, საღამოს 20:00 საათზე "ტვ პირველის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრებს.