loader

"მინდა ყველას მოვუწოდო, საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი" - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა ყველას მოვუწოდო, საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე მოსულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე - მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები, ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე. ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას, ქუდზე კაცს, 26 ოქტომბერს, მოვუწოდო იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.