loader

"სიგიჟე ხდება! ასობით ადამიანი უკვე გზაშია" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიგიჟე ხდება! ასობით ადამიანი უკვე გზაშია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ასობით ადამიანი უკვე გზაშია. საღამოს დავდებთ დეტალურ ინფორმაციას. სიგიჟე ხდება!!!" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის ჯგუფში "დაიტოვე" იმ მოქალაქეებს მიმართა, ვისაც არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგიონებში წასვლა სურს:

"მეგობრებო, მგონი, უნდა დავორგანიზდეთ. ბევრი წერს, რომ ტრანსპორტი არაა, რეგიონებში ვერ მიდიან. ამ სტატუსზე დაწერეთ ქალაქები, სადაც მიდიხართ. მაგრამ ალბათ სჯობს, ვიდრე დაწერთ სად მიდიხართ, კომენტარებში იპოვოთ თქვენი მიმართულება, იქნებ, უკვე წერია... თუ იპოვით, იქვე დაპლიუსდებით. ასე მარტივად შეგროვდებით 4 ადამიანი. შემდეგ, მოძებნეთ ტაქსი და ჩვენ დავფარავთ ხარჯს. ვისაც მანქანა გყავთ, საწვავს ჩაგისხამთ"...