"გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების გარდა, სხვა ყველაფერს გამორიცხავს. პრეზიდენტმა ამით უპასუხა კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს.
„ყველაფერს გამოვრიცხავ, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა და საქართველოს გამარჯვებისა”, - განაცხადა პრეზიდნეტმა.