loader

"ამომრჩეველს ამშვიდებენ, ნუ გეშინიათ თქვენი ხმა არის ფარული და თქვენს არჩევანს ვერავინ გაიგებსო...რეალურად კი..." - რას წერს ნინო წილოსანი ოპოზიციაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამომრჩეველს ამშვიდებენ, ნუ გეშინიათ თქვენი ხმა არის ფარული და თქვენს არჩევანს ვერავინ გაიგებსო...რეალურად კი..." - რას წერს ნინო წილოსანი ოპოზიციაზე?

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მასიურად მხვდება ოპოზიციის პოსტები - ამომრჩეველს ამშვიდებენ, ნუ გეშინიათ თქვენი ხმა არის ფარული და თქვენს არჩევანს ვერავინ გაიგებსო… ისე, თითქოს ვინმეს მართლა ეშინოდეს ან/და ეჭვი ეპარებოდეს ამაში.

ფაქტი ერთია, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ შევქმენით ისეთი გარემო, სადაც არავის ეშინია საკუთარი არჩევანის დაფიქსირების და ადამიანებმა ამოისუნთქეს ამ თავისუფლებაში.

რეალურად კი, მათი ეს პოსტები წინასწარი თავის მართლებაა წაგებული არჩევნებისთვის - იტყვიან, იმიტომ წავაგეთ, რომ არჩევანის დაფიქსირების შეეშინდა ხალხსო, ჩვენი აღქმით გაყალბდა ეს არჩევნები და უნდა გავაპროტესტოთო.

გირჩევთ, საკუთარ მავნებლობაში გაერკვიოთ... ამომრჩევლებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, ვის და რატომ აძლევენ ხმას, თანაც სრულიად თავისუფლად და ლაღად - წერს ნინო წილოსანი.