loader

რა ღირს რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ახლადგახსნილი საბაგიროთი მგზავრობა და შესაძლებელია თუ არა თანხის გადახდა საბანკო ბარათით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ღირს რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ახლადგახსნილი საბაგიროთი მგზავრობა და შესაძლებელია თუ არა თანხის გადახდა საბანკო ბარათით

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 18 ოქტომბერს გაიხსნა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ტარიფებთან და გადახსნის სისტემასთან დაკავშირებით. საბანკო ბარათებით გადახდა შეუძლებელია, რაც რიგებს ქმნის.

გადახდა დასაშვებია მხოლოდ მთაწმინდის სპეციალური ბარათი. მგზავრობის ღირებულებაც 12 ლარია, თუმცა ამ ეტაპზე მოქმედებს ფასდაკლება - საქართველოს მოქალაქეებს 3 ლარად შეუძლიათ საბაგიროთი სარგებლობა.

მერიის ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის პარკის მარშრუტზე მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება.პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ათწლეულების განმავლობაში არ მუშაობდა. 1990 წლის 1 ივნისს საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა.