ამ წუთებში Concentrix Georgia - ში ჩხრეკა მიმდინარეობს - კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
ვაკეში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.
Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.
შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდა კომპანიის იურისტი.
Concentrix Georgia ამერიკული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ კონსულტაციებს უწევს.
წყარო: "ფორმულა"