"ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ სპორტსმენებს, მათი ფრჩხილის ფასად არ ღირან... პასუხი ყველაფერზე იქნება 26-ში" - ლაშა ტალახაძე
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ არასწორია ის ბულინგი, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში მონაწილე სპორტსმენების წინააღმდეგ ხორციელდება.
როგორც ტალახაძემ თქვა, ყველა მათგანს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს სპორტსმენებს, პასუხი 26 ოქტომბერს გაეცემა.
წყარო: "რუსთავი 2"