loader

"გიორგი გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც" კი ძალიან რბილი შეფასებაა - იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა" - პრემიერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიორგი გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც" კი ძალიან რბილი შეფასებაა - იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა" - პრემიერი

გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა - ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას „გარეწარი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ".

„არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.