loader

რა უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტს "მამაკაცის რძესთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე - "ეს არის გლობალური მასშტაბის უმძიმესი პრობლემა და ამ პრობლემაზე გაამახვილა ივანიშვილმა ყურადღება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტს "მამაკაცის რძესთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე - "ეს არის გლობალური მასშტაბის უმძიმესი პრობლემა და ამ პრობლემაზე გაამახვილა ივანიშვილმა ყურადღება"

"რაც შეეხება ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ეს არის გლობალური მასშტაბის უმძიმესი პრობლემა და ამ პრობლემაზე გაამახვილა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ გატანაში მას ლომის წვლილი აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ლგბტ საზოგადოებასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, თუმცა პროპაგანდა დაუშვებელია.

ივანიშვილმა სხვადასხვა მაგალითები დაასახელა და აღნიშნა, რომ საქმე იქამდე მიდის, რომ "მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ; ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის".

"ის, რომ ამბობენ ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი აღარ დავუძახოთ, ის რომ ბაღის 5 წლამდე ბავშვებში მიდის უკვე სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. მაგალითებია ამის რამდენიც გინდათ და ამის მოპოვება რთული არ არის. ის, რომ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს, იმის გულისთვის, რომ გამოვიდა და ისევ თქვა პრინციპულად, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს - მამრი და მდედრი - არ არსებობს ეს სექსუალობის მრავალფეროვნება და ათასობით [სქესი] არ არსებობს, ისევ შეუშვეს მეორედ ციხეში.

აი, აქ მიდის ეს, ნელ-ნელა, რომ დაიწყოთ მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით, აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის.

ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ; ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის" - აღნიშნა ივანიშვილმა.