"გეტყოდი, ლამის ყოველი შეხვედრისას და შენც ისე გაიღიმებდი, მხოლოდ შენ რომ შეგეძლო..." - რას იხსენებს ზურა ბერიკაშვილის მეგობარი მისი გარდაცვალებიდან მე-40 დღეს
მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
მსახიობს მეგობარი იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუს აქვეყნებს.
„იცი, შენ, იცი, როგორ მიყვარხარ…
ნათელი შენს სულს, ჩემო ძმაო! 40 დღე გასულა…
„არ გხარვს ნიჭი ზურიკო?
არ ხარ ბიჭი ურიგო“ - გეტყოდი, ლამის ყოველი შეხვედრისას და შენც ისე გაიღიმებდი, მხოლოდ შენ რომ შეგეძლო: ცოტა უხერხულად და თვალებში სთბოჩამდგარი… გენაცვალე“, - წერს კახა სულუაშვილი სოციალურ ქსელში.