რა ხდება ბარათაშვილის ხიდზე ამ წუთებში, თვითმხილველის კადრები - "2 საათზე მეტია რაც გზაში ვარ, სამსახურამდე ვერ მივედი"
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა უკვე რამდენიმე საათია პარალიზებულია. გადაადგილება ცალმხრივადაა შეზღუდული. შეზღუდულია არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტის გადაადგილებაც.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს მიზეზების დადგენა, თუ რამ გამოიწვია ტრანსპორტის პარალიზება.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიზეზებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
როგორც ერთ-ერთი მძღოლი"პალიტრავიდეოსთან" ამბობს, 2 საათზე მეტია, რაც სამსახურში მისვლას ცდილობს.