loader

"რა შუაშია მიგზავნილები? მიგზავნილები არიან თქვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები..." - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა შუაშია მიგზავნილები? მიგზავნილები არიან თქვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები..." - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ სამოქალაქო პოზიცია აქვთ და ეს სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ლაზერებს თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "მონოგრაფში" შეკრებილი პირები ანათებდნენ.