loader

"კადრები ვნახე, წარმოუდგენელი ამბავია, რა ხდება ვერ გავიგეთ" - მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კადრები ვნახე, წარმოუდგენელი ამბავია, რა ხდება ვერ გავიგეთ" - მამუკა მდინარაძე

ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა - ისინი არიან გაოგნებულები გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით, მიმდინარეობით და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან. საღადაოდ გაიხადეს თავი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გუშინდელ მარშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციონერები მანიპულაციებში არიან და იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ლაზერების განათებაზე წერდნენ.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზის“ წარმომადგენელი, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ ბავშვობა წაართვა.