loader

“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი მიმართვა მარშზე შეკრებილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი მიმართვა მარშზე შეკრებილებს

“ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც დღეს ჩემს წინ დგას, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოა“, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე მარ­შზე სა­ხელ­წო­დე­ბით - “სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს აქ­ცი­ა­ზე ის ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნად, ღირ­სე­უ­ლად და ქარ­თუ­ლად შე­დი­ან ევ­რო­პა­ში.

“დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და ემო­ცი­ით მინ­და მო­გე­სალ­მოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისე­თი დღე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დღეს და­ი­ბა­და - გაბ­რი­ე­ლი. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ახა­ლი მო­მა­ვა­ლი და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­დის. ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც დღეს ჩემს წინ დგას, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოა. აქ არა­ვინ არ არის ძა­ლით მო­სუ­ლი, არა­ვინ არ არის მო­სუ­ლი იმი­ტომ რომ უთხრეს:“თუ არა­და სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვო“. არ­ცერ­თი სტუ­დენ­ტი არ არის მო­სუ­ლი, იმი­ტომ რომ უთხრეს: “თუ არა­და სტი­პენ­დია არ გექ­ნე­ბა“.არა­ფე­რი არ არის უფრო ძვირ­ფა­სი, ვიდ­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არა­ფე­რია უფრო ძვირ­ფა­სი, ვიდ­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მშვი­დო­ბა. დღეს აქ ის ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნად, ღირ­სე­უ­ლად და ქარ­თუ­ლად შე­დი­ან ევ­რო­პა­ში. დღეს, აქ ხვა­ლინ­დე­ლი და გუ­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დგას. გუ­შინ­დელს რომ ვამ­ბობ, არა ის, რო­მე­ლიც ჩა­ძი­რუ­ლი იყო საბ­ჭო­თა კლან­ჭებ­ში, არა­მედ ის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი­სა და ღირ­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ი­სა. ის სა­ქარ­თვე­ლო და ეს სა­ქარ­თვე­ლო ერ­თია და ორი­ვე ერ­თად შევ­ლენ ევ­რო­პა­ში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.