"დაანონსებულია ლგბტ პრაიდი და ამ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი რადიკალები ეპატიჟებიან მხარდამჭერებს...რატომ უნდა აკადრო ამომრჩეველს, ეს არ არის ჩვენს ტრადიციებში...ყოჩაღ თქვენ..." - ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშზე
"დაანონსებულია ლგბტ პრაიდი და სწორედ ამ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენი რადიკალები ეპატიჟებიან თავიანთ მხარდამჭერებს. რატომ უნდა აკადრო ამომრჩეველს, შეცდომაში შეიყვანე გავიგე და ახლა ეპატიჟები პრაიდის ღონისძიებაზე. ამიტომაც არის, რომ შემდეგ "პანტა-პუნტით" ტოვებენ ხან გახარიას, ხან "ლელოს " და ხან "ნაციონალური მოძრაობას" მხარდამჭერები. იმიტომ, რომ ხვდებიან, ქართველი კაცის ინტერესებს ეს პარტიები არ ასხივებენ. საქართველოს მოსახლეობის 99% მომხრეა, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს აკრძალული. ეს არ არის ჩვენს სულში, ჩვენს გულში, ტრადიციებში. და დღეს სწორედ ეს ორგანიზაცია აკეთებს რაღაც მარშს და იქ ეპატიჟებიან ჩვენი რადიკალები თავიანთ ამომრჩევლებს, ყოჩაღ თქვენ." - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშზე.
წყარო: "რუსთავი 2"