loader

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადება - ვის მიმართა პრეზიდენტმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადება - ვის მიმართა პრეზიდენტმა

"მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად გავიდეს ხალხი და აჩვენოს თავის ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, ჩვენ დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს...

ეს გამარჯვება უნდა იყოს ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე, ამისთვის არ უნდა გეშინოდეთ, არც ხვალ გამოსვლის, არც 1 კვირაში თქვენი ყველა ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი. მე სადაც ვარ, აქ ვარ, ხვალაც თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები. ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.