loader

„ეს ბიჭი ის ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე მეორედ მაჩუქა… იმ დღეს გაუმარჯოს, რომ გაგიცანი და ჩემთვის დაიბადე“ - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ეს ბიჭი ის ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე მეორედ მაჩუქა… იმ დღეს გაუმარჯოს, რომ გაგიცანი და ჩემთვის დაიბადე“ - თინა ხიდაშელი

პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი იუბილარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე თინათინ ხიდაშელი წერს. მისი განცხადებით, დავით უსუფაშვილი ის ადამიანია, რომელმაც მას სიცოცხლე მეორედ აჩუქა და მთელი 28 წელიწადია, რად ხელიხელჩაკიდებულებმა გაიარეს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები.

"ეს ბიჭი რომ ჩემთვის ყველაფერია კი იცით ყველამ. საკუთარი ჭკვიანი და უწესიერესი თავი ხომ მაჩუქა 28 წლის წინ და მერე მეორედ სიცოცხლე მაჩუქა.შენ გაგიმარჯოს David Usupashvili იმ დღეს გაუმარჯოს რომ გაგიცანი და ჩემთვის დაიბადე.

მერე იმ დღეს ეს ბავშვიკები რომ გაჩნდნენ და ყოველ დღეს გაუმარჯოს ამ 28 წლის მანძილზე ხელიხელჩაკიდებულებმა რომ გავიარეთ!!!

მიყვარხარ და კიდევ ბევრი წელი ასე უნდა ვიაროთ სანამ მუხლი გვემორჩილება და გონება მოგვყვება," – წერს თინათინ ხიდაშელი.