მიხეილ სააკაშვილი თბილისში მყოფ, რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს:
"მიმართვა თბილისში მყოფ რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს.26 ში წყდება ჩვენი სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის ბედი. არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ თბილისში - წადით თქვენი რეგისტრაციის ადგილას და დააფიქსირეთ თქვენი საარჩევნო გადაწყვეტილება.წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მათხოვრულ ხელფასსაც ვერ შეინარჩუნებთ რასაც ახლა გიხდიან. თქვენ ბევრად უკეთეს ცხოვრებას იმსახურებთ და მისი მოპოვება თქვენს ხელშია," - წერს სააკაშვილი.