"გარდაცვლილიც კი იღიმებოდა, ასე დაგვემშვიდობა" - რას წერს ნიკა გვარამია?
დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკნასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით. ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვეტა ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი.