ტრაგედია თურქეთში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
შემთხვევა პროვინცია აქსარაიში მოხდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გახდა აქსარაი-ანკარის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის მიზეზი. ავტობუსს მგზავრები დასავლეთ პროვინცია ბალიკესირიდან კაპადოკიის რეგიონში გადაჰყავდა.
დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.