"ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი... თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება გადაწყვიტოს, გსურთ საქართველოს წარმატება და ევროკავშირის წევრობა, თუ არა" - პაველ ჰერჩინსკი
"არჩევნები ჩატარდება 1 კვირაში, ასე რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი. ძალაუფლება თქვენს ხელთაა, რომ გადაწყვიტოთ თუ რა გსურთ საკუთარი თავისა და შვილებისთვის. არავინ სხვა, მხოლოდ თქვენ წყვეტთ.
ეს არჩევნები ფარულია, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება გადაწყვიტოს, გსურთ საქართველოს წარმატება და ევროკავშირის წევრობა, თუ არა. ლიდერები იყვნენ ძალიან მკაფიონი, ჩვენი მხრიდან მზად ვართ მოგესალმოთ, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება ყველაზე ვისაც წევრობა სურს. ესაა: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა - ეს წესები გამყარებულია ევროკავშირის წესდებებით და არ წარმოადგენს სავაჭრო საგანს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
თარგმანი: "რუსთავი 2"